გაგუას კლინიკაში 30 წლის ქალბატონი გარდაიცვალა

გაგუას კლინიკაში 30 წლის ქალბატონი გარდაიცვალა

დავით გაგუას სახელობის კლინიკაში საკეისრო კვეთის შემდეგ გამოწვეული გართულებებით 30 წლის ქალბატონი გარდაიცვალა.

გარდაცვლილს საკეისრო კვეთა 19 ივლისს თავად დავით გაგუამ გაუკეთა, 4 დღეში კი,  დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო,  პაციენტი სახლში გაწერეს რის შემდეგაც თვბრუსხვევა დაეწყო და ტემპერატურამ აუწია.

ამ ნიშნების გამო,  მან სტანციონარს ხელმეორედ მიმართა. პაციენტს საკეისრო კვეთის გამო ორგანიზმის მწვავე სეფსისი დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.

რეანიმაციული ჩარევის დროს 30 წლის ქალბატონს შოკი დაემართა, რა დროსაც გული გაუჩერდა.

პაციენტის ოჯახის წევრები სამედიცინო პერსონალს არაპროფესიონალიზმში სდებენ ბრალს.