ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ სარეზერვო ფონდებიდან დახარჯული 60 მილიონი ლარის ნაწილი „გაშიფრა“. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გვინდაძემ ოპოზიციის კითხვას უპასუხა, რომელსაც აინტერესებს რაში დაიხარჯა პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან 60 მილიონი ლარი.
დიმიტრი გვინდაძის თქმით, საბიუჯეტო მოწყობის პრინციპებიდან გამომდინარე ყველაფერი, რაც საიდუმლო არ არის, საჯაროა.
გვინდაძემ ის ღონისძიებები ჩამოთვალა, რასაც 60 მილიონი ლარი მოხმარდა.
„საქართველო–აშშ–ს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიები დაფინანსდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საგზაო, წყალმომაგარების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა; თბილისში მდებარე ერთ–ერთი ეკლესია აღდგა; ჯილეხის საწინააღმდეგო ღონისძებების გატარდა; უცხოეთში საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციისთვის თანხა გამოიყო; ზოგ რეგიონში განსაკუთრებით საშიში მავნებლების წინააღმდეგ ღონისძიებები გატარდა; სპორტის სხვადასხვა სახეობებში გამარჯვებულ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადაეცა; ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლის გამო ფეხბურთის 17–წლამდე ნაკრების წევრების დაჯილდოვების ცერემონიალისთვის თანხა გამოიყო; ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის განახლებული ექსპოზიცია დაფინანსდა; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში ჩატარებული ხარჯები დაფინანსდა; თანხა საერთაშორისო იურიდიული მომსახურების ხარჯებისთვისაც გამოიყო“, – აღნიშნა გვინდაძემ.