ბიძინა ივანიშვილის მიერ, 80 მილიონი ლარის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები გამოქვეყნდა

ბიძინა ივანიშვილის მიერ, 80 მილიონი ლარის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები გამოქვეყნდა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის  ბიძინა ივანიშვილის facebook -ის ოფიციალურ გვერდზე,  ბიძინა ივანიშვილის მიერ ბიუჯეტში 80 მილიონი ლარის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, 19 ივლის სქიტიისგან დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საწყის ეტაპზე 10 მილიონი ლარი, ხოლო გუშინ 80 მილიონი ლარი გადარიცხა.

ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მას ყველა გზა მოუჭრა და ერთადერთი კანონიერი საშუალება, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად, უკანონოდ დაკისრებული ჯარიმების გადახდაა.