ეკონიმიკური კრიზისით დაზარალებულ ესპანეთს, ტყეების ხანძარმა მდგომარეობა კიდევ უფრო გაურთულა. ჩრდილო-აღმოსავლეთით მცხოვრებ უამრავ კატალონიელ ფერმერს მოსავალი გაუნადგურდა და საქონელი დაეხოცა. დაახლოებით 4 ადამიანია დაღუპული და ათეულმა მათგანმა დამწვრობა მიიღო ხანძრის დროს, რომელმაც 14 ათასი ჰექტარი ფართობი მოიცვა. ესპანელი მეხანძრეების დასახმარებლად საფრანგეთიდან და ანდორიდანაც ჩავიდნენ.
რთული მდგომარეობაა ადრიატიკის სანაპიროზე, სადაც ხორვატიის საკურორტო ქალაქ ცრიკვენიცაში მეხანძრეებთან ერთად ხანძარს ტურისტები და ადგილობრივი მაცხოვრებელბი აქრობენ.
რუმინეთში ხანძარმა 115 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა, დაახლოებით ათამდე პროვინციაში მიწა იწვის, ხანძარს ქარი კიდევ უფრო ართულებს.