მაჭავარიანი– ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სია არჩევნებამდე დაახლოებით 40-35 დღით ადრე გახდება ცნობილი

მაჭავარიანი– ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სია არჩევნებამდე დაახლოებით 40-35 დღით ადრე გახდება ცნობილი

პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით,“ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სია არჩევნებამდე დაახლოებით 40-35 დღით ადრე გახდება ცნობილი.

 „ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ  მაჟორიტარებთან დაკავშირებით სამუშაოების 90% უკვე დასრულებულია.

მისივე ინფორმაციით, “ნაციონალების” მაჟორიტარობის კანდიდატების გვარები კამპანია კარდაკარშიც ფიგურირებენ და ამ გზით გარკვეულწილად იტესტება, რამდენად მისაღებია ამა თუ იმ ქალაქსა თუ რაიონში მმართველი გუნდის კანდიდატები.

„საბოლოოდ გადაწყვეტილებას ამ კვლევის დასრულების შემდეგ მივიღებთ”, - აღნიშნა მაჭავარიანმა.