კოლორადოს კინოთეატრში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, რომელმაც 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, კოლორადოში მასობრივი შეიარაღება დაიწყო.
მაღაზიის იარაღები მყიდველებს ვეღარ იტევს, სროლის შესასწავლად ტირებში კი, ადგილებს რამდენიმე კვირით ადრე ბრონავენ.
„ადრე იარაღის ყიდვა ნაკლებ ადამიანს სურდა. პარასკევს რიგები დაგვხვდა, სანამ მაღაზიას გავაღებდით. მყიდველები აცხადებენ, რომ 12 ადამიანის მკველელობის შემდეგ, ისინი თვლიან, რომ საკუთარი თავი ასე უნდა დაიცვან“,-აცხადებს Rocky Mountaiun Guns-ის გამყიდველი.