ცნობილი ებრაელი სუპერმოდელი ბარ რაფაელი ფრანგული თეთრეულის ბრენდთან -„Passionata“ უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს.
ახალი კოლექციის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში სუპერმოდელმა, რამდენიმე გმირი შექმნა. მან განასახიერა ჩოგბურთელი, მეზღვაური, მეთევზე, მოკრძალებული გოგონა და პატარძლი.
განსაკუთრებით საინტერესო ეს უკანასკნელი გამოვიდა, - თეთრ თეთრეულსა და ხელთათმანებში გამოწყობილი სუპერმოდელი ველოსიპედზე ყვავილებით ხელში პოზირებს.
ამ ფოტოსესიამ აჩვენა, რომ ქალი ნებისმიერ ფორმაში შეიძლება იყოს ლამაზი და სექსუალური, მთავარია მოინდომოს.