საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა შეერთებულ შტატებში ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროები მოინახულა.
რულოვსი ვაშინგტონში უტერიცის სამხედრო ჰოსპიტალს უმცროს ვაჟთან ერთად ესტუმრა.
მან აშშ-ში ვალდერ რიცის სამხედრო ჰოსპიტალში ის სამხედროები მოინახულა, რომლებიც ავღანეთში ISAF-ის მისიის შესრულების დროს დაიჭრნენ. მათ შორისაა ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, რომელიც სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ, პატრულირებისას დაიჭრა. ის საავადმყოფოში მკურნალობის კურსს უკვე 7 თვეა გადის.
ქართველი ოფიცერი გარკვეული ხნის წინ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა, ხოლო შემდეგ, ვიცე-პოლკოვნიკს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეწვია.
ამჟამად, ჰოსპიტალში ექვსი ქართველი ჯარისკაცი მკურნალობს.