წლევანდელი „ევროვიზიის“ გამარჯვებული, შვედეთის წარმომადგენელი ლორენი პრესის ყურადღებას ისევ აქტიურად იპყრობს. მომღერლის ირგვლივ, ბევრი ჭორი გავრცელდა, ყველაზე სკანდალური მათ შორის, იყო ის, რომ „ლორენი ტრანსექსუალია“. გოგონამ გადაწყვიტა ამ ყველაფერს წერტილი დაუსვას და ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ბისექსუალია.
ინტერვიუში ლორენი საკუთარ თავზე ხმამაღლა საუბრობს და ჟურნალისტის კითხვაზე ჰყვარებია, თუ არა, ოდესმე ქალი პასუხობს, რომ ამის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა. „სისულელეა, საკუთარ თავს აუკრძალო, ის რისი გაკეთებაც ძალიან გინდა, რაც მოგწონს ის უნდა აკეთო და ისე უნდა მოიქცე, როგორც ფიქრობ, რომ ბედნიერი იქნები“-ამბობს მომღერალი და დასძენს, რომ მისთვის უმნიშვნელოა როგორ სიყვარულს განიცდის, რადგან ადამიანებს სხეული ან სქესი კი არ უყვარდებათ, არამედ თავად ადამიანის სული.
გოგონა ამ ეტაპზე შეყვარებული არ არის, მაგრამ დიდი სურვილი აქვს ნამდვილი სიყვარული იპოვოს. „ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ბიჭები მომწონს. უბრალოდ, მინდა ჩემი სიყვარული ვიპოვო, არა აქვს არსებითი მნიშვნელობა ეს ქალი იქნება, თუ მამაკაცი, მთავარია შემიყვარდეს“,-ამბობს ლორენი.