ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძე IRI- ის კვლევების იმ ნაწილის შეფასებისას, რომლის მიხედვითაც მთავრობის ყველაზე დიდ ჩავარდნად, გამოკითხულთა 38%-მა ტერიტორიების დაკარგვა დაასახელა, 30%-მა პროცენტმა კი, ნომერ პირველ პრობლემად მიიჩნია აცხადებს, რომ ეს მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ ეს საკითხი გამოკითხულთა შორის, ერთ - ერთ პრიორიტეტულია.
„ტერიტორიებთან დაკავშირებული განწყობა, ეს პროცენტული მაჩვენებელი აჩვენებს, რომ ეს პრობლემა ჯერ-ჯერობით მოგვარებული არაა. თავისთავად ეს კონფლიქტები 90 - იან წლებში დაიწყო და ბუნებრივია, დღევანდელ ხელისუფლებასთან პირდაპირი კავშირი ვერ ექნება. აქ ჩემი აზრით, იგულისხმება ის, რომ ეს პრობლემები ჯერ-ჯერობით მოუგვარებელია“, - განაცხადა ჭყოიძემ.
მისივე თქმით, IRI- ის კვლევები ნდობას იმსახურებს და აღნიშნავს, რომ ეს ძალიან ავტორიტეტული და მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა.