საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, პაპუნა პეტრიაშვილის განცხადებით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ გადახდილი ჯარიმა ბიუჯეტში არ ჩარიცხულა.
მისი თქმით, ზოგადად, 10 მილიონი ლარი არ არის იმ რაოდენობის თანხა, რომ საბიუჯეტო შემოსავლებში აისახოს.
სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან პეტრიაშვილმა თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძნა ივანიშვილმა 10 მილიონი ლარი სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტიო ანგარიშზე გადარიცხა.