ზვიად ძიძიგური რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ზვიად ძიძიგური რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და კოალიციის საარჩევნო პროგრამა გააცნო.

შეხვედრაზე რუსთაველმა ნუგზარ ზურაშვილმა, რომელიც მეორე ჯგუფის ინვალიდია, ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა.

„ძირითადი პრობლემები ესაა უმუშევრობა, ჯანდაცვა და მთლიანად  სოციალური ფონი. ჩვენ ვნახეთ აქ ინვალიდი მამაკაცი, რომელსაც 70 ლარით საკუთარი თავის რჩენა უწევს“, - განაცხადა ძიძიგურმა.