ნინა ხატისკაცი: ჩემი გათავისუფლების მიზეზად, აღმასრულებელ დირექტორთან რიგ საკითხებზე აზრთა შეუთანხმებლობა დასახელდა

ნინა ხატისკაცი: ჩემი გათავისუფლების მიზეზად, აღმასრულებელ დირექტორთან რიგ საკითხებზე აზრთა შეუთანხმებლობა დასახელდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ნინა ხატისკაცი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ხატისკაცის განცხადებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად,  აღმასრულებელ დირექტორთან რიგ საკითხებზე აზრთა შეუთანხმებლობა დასახელდა.

როგორც ხატისკაცი from.ge - სთან საუბარში აცხადებს, ის თანამდებობიდან გამგეობის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა გაათავისუფლეს და აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ  არასაფუძვლიანი არგუმენტები წარმოადგინეს.

„ჩემი გათავისუფლების მიზეზად აღმასრულებელ დირექტორთან რიგ საკითხებზე აზრთა შეუთანხმებლობა დამისახელეს, თუმცა მე ბოლო შეხვედრამდე საყვედური არასოდეს მიმიღია. მშვიდად, შეუფერხებლად ვმუშაობდი,  ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნა არასოდეს მიმიღია, რომ რაღაც ვერ გავაკეთე ისე როგორც საჭირო იყო და ასე შემდეგ.  გამგეობასთან შეხვედრას ვაპირებ, რომ გავიგო დეტალურად, თუ რატომ გამომიშვეს ორგანიზაციიდან“, - განაცხადა ხატისკაცმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობის“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადების შეფასებისას, რომ „ხატისკაცის გათავისუფლება ორგანიზაციული ხასიათის გადაადგილებაა“  აცხადებს, რომ არ იცის, რას გულისხმობს გიგაური თავის ნათქვამში და დასძენს, რომ ასეთი ორგანიზაციული გადაადგილებები არასამთავრობო ორგანიზაციაში თითქმის არასდროს ყოფილა.