საერთაშორისო დამკვირვებლები  „მემარჯვენეების

საერთაშორისო დამკვირვებლები „მემარჯვენეების" ხულოს რაიონულ ოფისს ეწვივნენ

საერთაშორისო დამკვირვებლები- აშშ-ს „ღია დემოკრატიის“ კომიტეტის თავმჯდომარე მეთიუ ნოლანი და ამავე კომიტეტის წევრი სტივ კოლოსი „ახალი მემარჯვენეების“ ხულოს რაიონულ ოფისს  ესტუმრნენ.

საერთაშორისო დამკვირვებლები პარტიის ხულოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით თავართქილაძეს შეხვდნენ.

თავართქილაძის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლები საარჩევნო გარემოთი, პარტიის სტრუქტურებითა, დაფინანსების წყაროებით დაინტერესდნენ.