მომავალ კვირას გიგი წერეთელი კაბინეტს დაცლის

მომავალ კვირას გიგი წერეთელი კაბინეტს დაცლის

 მომავალ კვირას პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი სამუშაო კაბინეტის დაცლას  გეგმავს. ამის შესახებ წერეთელმა თავად დაადასტურა.

გიგი წერეთელი ამჟამად პარლამენტის „ა“ კორპუსში ზის, სადაც ჯერ ოთახების დაცლა არ დაწყებულა. ამ დრომდე სამუშაო კაბინეტი არც ერთ ვიცე-სპიკერს არ დაუცლია. 

გასულ კვირას კი პარლამენტის „ც“ კორპუსის დაცლა დაიწყო. აპარატის თანამშრომლებმა საკუთარი ნივთები შენობიდან უკვე გაიტანეს, თუმცა, ისინი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობდნენ.