ნათია მოგელაძემ შესაძლოა გენერალური აუდიტორის თანამდებობა დაიკავოს

ნათია მოგელაძემ შესაძლოა გენერალური აუდიტორის თანამდებობა დაიკავოს

გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ბეჟაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ,  შესაძლოა მისი თანამდებობა სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ნათია მოგელაძემ დაიკავოს.

 თუმცა, ამის შესახებ  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრესსამსახურს ჯერ ჯერობით არანაირი განცხადება აარ გაუვრცელებია. 

 როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, უცნობია ვინ გახდება გენერალური აუდიტორი, სამსახური ამ საკითხის გარკვევის შემდეგ ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.

 შეგახსენებთ, გენერალურმა აუდიტორმა ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ბეჟაშილი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი სტიქიის შედეგად დაზარალებული კახეთის რეგიონის დახმარების სურვილია, რაც მის თანამდებობასთან შეუთავსებელი იყო.

 „დღეს მიმაჩნია, რომ ჩემი შინაგანი ვალდებულებაა, გვერდით დავუდგე და დავეხმარო ჩემს კახელებს სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის დაძლევაში და ხელშესახები დახმარება აღმოვუჩინო მათ, თუმცა, ეს შეუთავსებელია ჩემს თანამდებობასთან, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო იგი და ჩემი მომავალი საქმიანობა დავუკავშირო ხალხზე ზრუნვას“- განაცხადა მან.

 გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბეჟაშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კახეთის რომელიმე რაოინში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგენს.