ბაღათურია სარეზერვო ფონდებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ითხოვს

ბაღათურია სარეზერვო ფონდებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ითხოვს

„ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია მოითხოვს, რომ მთავრობამ სარეზერვო ფონდებში არსებულ თანხებზე დეპუტატებს ინფორმაცია  მიაწოდოს.

აღნიშნული საკითხი ბაღათურიამ დღეს, პარლამენეტის რიგგარეშე ბიუროს სხდომაზე დააყენა.

„გაუგებარია რატომ გვჭირდება ბიუჯეტში ცვლილებები, როცა ასეთი შემთხვევისთვის არსებობს მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდები, რომლის მოცულობაც 50–50 მილიონს შეადგენეს. თუ ფონდებში ეს თანხები უკვე აღარ არის, მაშინ მთავრობა პლენარულ სხდომაზე მოგვახსენოს რაში გახარჯეს“, - აღნიშნა ბაღათურიამ.

მას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და დეპუტატს მოუწოდა, ფრაქციაში ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე მოიწვიონ  და აღნიშნული კითხვები მას დაუსვან.

დავით ბაქრაძის განმარტებით, ბიურო არ არის ის ადგილი სადაც საკითხის განხილვა ხდება.

ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 25 ივლისს გაიმართება.