სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალ ხელმძღვანელს პარლამენტი დაამტკიცებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალ ხელმძღვანელს პარლამენტი დაამტკიცებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პარლამენტის დასამტკიცებელია. “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ” კანონის მიხედვით, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით 5 წლის ვადით საქართველოს პარლამენტი ირჩევს.

ვინ შეცლის ბეჟაშვილს, ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი პარლამენტში ჯერჯეჯრობით არ კეთდება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით,ლევან  ბეჟაშვილმა შესაძლოა კენჭი კახეთის ერთ–ერთ რაიონში იყაროს. თავად ბეჟაშვილი წარმოშობით დედოფლისწყაროდან არის.

ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად კახეთში მომხდარი სტიქია და მისი მხრიდან მოსახლებისთვის გვერდით დგომა დაასახელა.