თურქეთმა საბრძოლო რაკეტები სირიის საზღვართან განალაგა

თურქეთმა საბრძოლო რაკეტები სირიის საზღვართან განალაგა

თურქეთმა საბრძოლო რაკეტები სირიის საზღვართან განალაგა, სადაც აჯანყებულებსა და ასადის სახელისუფლო რაზმებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს.

Agence France-Presse-ის ინფორმაციით, რაკეტების რაოდენობა უცნობია, თუმცა თურქული არხის მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს ხუთი მატარებლის ვაგონი, რომლითაც რაკეტები გადააქვთ.

ბრძოლები თურქეთ-სირიის საზღვართან ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დღეს ასადის სახელისუფლო რაზმებმა კიდევ ერთი სიმაგრე -ბაბ ალ-სალამი ჩააბარეს აჯანყებულებს.