ლევან ბეჟაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა

ლევან ბეჟაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ლევან ბეჟაშვილი აღარ უხელმძღვანელებს. პოსტის დატოვების შესახებ,  განცხადება ბეჟაშვილმა თავად გააკეთა.

როგორც სახელმწიფო აუდისტის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა,  მან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო,  რაც კახეთში სტიქიური უბედურება დატრიალდა.

ბეჟაშვილის განცხადებით,  მას სურს დაეხმაროს კახელ მოსახლეობას, რაც მისივე თქმით,  დღევანდელ თანამდებობასთან შეუთავსებელი იქნებოდა.  ამიტომ  მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს თანამდებობა და პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს.

„ბოლო დღეების განმავლობაში,  კახეთის რეგიონს განსაცდელი დაატყდა. კახეთის მაცხოვრებლები  საცხოვრებელისა და მოსავლის გარეშე დარჩა. ზარალმა ათეულობით მილიონ ლარს გადააჭარბა. უკანასკნელი 4 დღის განმავლობაში კახეთში ვიყავი,  დავინახე თუ  რა ზიანი და ზარალი მიადგა ისედაც გაჭირვებაში  მყოფ გლეხს,  დავინახე, რომ მათ განსაკუთრებული ზრუნვა,  განსაკუთრებული თანადგომა და განსაკუთრებული ნუგეში სჭირდებათ. ამ დღეების განმავლობაში,  მთავრობამ არაერთი გადაწყვეტილება მიიღო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების თაობაზე დაზარალებული მოსახლეობსიათვის დახმარების აღმოჩენის კუთხით და მნიშვნელოვანია  ეს დახმარებები მათთან დროულად მივიდეს. ჩემი შინაგანი განცდა და ვალდებულებაა გვერდით დავუდგე კახელებს და  სტიქიისგან მიყენებული ზარალის დაძლევაში დავეხმარო“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილმა არ დააკონკრეტა და არ  გასცა ჟურნალისტების შეკითხვას პასუხი შეიძლება ვიხილოთ ის თუ არა კახეთის რომელიმე რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატად.

ასევე უცნობია თუ ვინ უხელმძღვანელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.