22 წლიანი  პაუზის შემდეგ, ელტონ ჯონი ბრტანულ ჩარტებს ისევ იპყრობს (VIDEO)

22 წლიანი პაუზის შემდეგ, ელტონ ჯონი ბრტანულ ჩარტებს ისევ იპყრობს (VIDEO)

პოპ მომღერალი ელტონ ჯონი, ჯგუფ „Pnau“-სთან ერთად ჩაწერილი დუეტით,- Good Morning To The Night, ბრიტანული ჩარტების მწვერვალებს იპყრობს.

პოპშემსრულებისთვის ბოლო 22 წლის განმავლობაში, ეს პირველი წარმატებაა, რადგან მისი სიმღერა ბრიტანული ჰიტ-პარადების ათეულში პირველ ადგილზე, ბოლოს 1990 წელს მოხვდა, როდესაც გამოვიდა კრებული Very Best of Elton John. ბოლო სტუდიური ალბომი, რომელიც ბრიტანულ ჩარტების მოწინავე პოზიციებზე იმყოფებოდა, იყო Sleeping with the Past, 1989 წელს.

ალბომი „Good Morning To The Night“ გამოვიდა 16 ივლისს, ალბომში შესულია ელტონ ჯონის ძველი ჰიტები. 2013 წელის მარტში, დაგეგმილია შემსრულების ახალ სტუდიურ ალბომის პრეზენტაცია, სახელწოდებით The Diving Board. ოფიციალური რელიზის ზუსტი თარიღი, ჯერ-ჯერობით, უცნობია.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ  ელტონ ჯონი სცენას ტროვებდა. როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია არასწორი იყო, ან შესაძლოა სწორიცაა, მაგრამ მომღერალზე 22-წლაინი პაუზის შემდეგ ეს წარმატება აუცილებლად იმოქმედებს და დიდი შანსია, რომ გულშემატკივრების წინაშე მან კიდევ დიდხანს იმღეროს.