"საქართველოს ტელეკომი" "აიეტის” ხელმძღვანელობას ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს

"საქართველოს ტელეკომი" "აიეტის" დირექტორს და იურისტს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით "საქართველოს ტელეკომის" სახელით, ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

კონკრეტულად, საქმე ეხება შპს ”აიეტის” დირექტორ ზურაბ ჩიგოგიძესა და ამავე კომპანიის იურისტ არჩილ თაბაგარზე, რომელსაც კომაპნია ბრალს 1,3 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ზიანის მიყენებაში სდებს.

კომპანიის მტკიცებით, აღნიშნულმა პირებმა "საქართველოს ტელეკომს", რომლის 100%-იან დამფუძნებელს კომუნიკაციის სფეროში ცნობილი ამერიკული კომპანია "ინტერნეიშენალ ტელსელი” წარმოადგენს, საკუთარი ბიზნესის, შპს "აიეტის" 85% წაართვა, რაც კომაპნიის განცხადებით სწორედ 1,3 მილიონ ლართან იყო დაკავშრებული.