,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ გენერალური მდივანი ვახტანგ ყოლბაია from.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პარტია კონსულტაციებს გადის და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.
„,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ არჩევნებისთვის ემზადება. გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, გავდივართ კონსულტაციებს, რაღაც-რაღაცეებს კიდევ ვაკვირდებით და საბოლოო გადაწყვეტილებას 10 დღეში მივიღებთ. პარტიას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებსმონაწილეობას თუ ვინმესთან ერთად. რაც შეეხება ბაკურ ბაკურაძის განცხადებას, ის შეკითხვით, რატომ იღებთ არჩევნებში მონაწილეობას მიმართავს არა პარტიის ლიდერებს, არამედ ჟურნალისტებს, თუ რატომ არ უსვამენ ამ შეკითხვებს პარტიის ლიდერებს. ბაკური იმდენად კორექტულია, ამ შეკითხვებს ლიდერებს არ დაუსმევდა“,-აცხადებს ყოლბაია.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახურის ბაკურ ბაკურაძის განცხადება, სადაც ის ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უსმევდა შეკითხვებს, რატომ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც მხოლოდ ფარსია. "ყველა დამწყებმა პოლიტიკოსმა იცის, რომ ჩვენთან არჩევნებს იგებს ის ვინც ხმებს ითვლის. ყველა ლოგიკით ამ არჩევნების შედეგი არ იქნება ხალხის, თუნდაც დიდი ნაწილის, ნებასურვილის გამომხატველი და რატომ იღებთ ამ ფარსში მონაწილეობას?", -აცხადებს facebook-ის კედელზე გაკეთებულ განცხადებაში ბაკურაძე.