არაბული სახელმწიფოების ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს გადადგომისკენ მოუწოდეს.
ასადის ოჯახს მინისტრებმა ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს. არაბული სახელმწიფოების ლიგამ სირიის ოპოზიციას გარდამავალი მთავრობის შექმნისკენ მოუწოდა.
ბაშარ ასადმა კი ახალი ბრძანება გამოსცა. მან სახელმწიფო ჯარს მოუწოდა გააორმაგონ ძალები დამასკოსა და ალეპოში აჯანყებულთა წინააღმდეგ საბრძოლველად.