ამერიკული ოჯახი, რომელიც ვაშინგტონის შტატში, ერთ-ერთ კუნძულზე იმყოფებოდა, უჩვეულო კიბორჩხალას წააწყდა.
სახლში დაბრუნებული ოჯახის წევრები კუნძულზე გადაღებულ ვიდეოს უყურებდნენ, ერთ-ერთ კადრში, მოხვდა კიბორჩხალა, რომლის სხეულზეც ალ-ქაიდის ყოფილი ლიდერის ბინ ლადენის პორტრეტია გამოსახული.
„თევზაობის დროს, არც ერთ მათგანს არ მიგვიქცევია ყურადღება ამ კიბორჩხალისთვის, ის უკან, ოკეანეში გავუშვით, რადგან დედალი იყო და კანონით მისი დაჭერა აკრძალულია“-ამბობს ოჯახის უფროსი ჯონ კენფილდი.
ოჯახი ვერ ხსნის, თუ როგორ შეიძლებოდა კინორჩხახლის ზურგზე მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის გამოსახულება მოხვედრილიყო.
„ჩვენ კომპიუტერული გრაფიკა არ გამოგვიყენებია, რომ კიბორჩხალისთვის რამე მიგვეხატა, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი ჩვენგანი ამ კიბორჩხალას არ მიჰკარებია. პირიქით, ეს თემა ჩვენთვის სასწაული უფროა, რადგან ჩვენ კათოლიკეები ვართ და კიბორჩხალაზე გამოსახული პორტრეტიც იესო ქრისტეს, უფრო მივამსგავსეთ ვიდრე ბინ ლადენს“-ამბობს ჯონ კენფილდი.