საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ჯერ კიდევ გარკვეული არ არის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის რა რაოდენობის თანხა გამოიყოფა.
ჟურნალისტებთან საუბარში წიკლაურმა განაცხადა, რომ მთავრობა ზარალს ითვლის. „ბიუროს სხდომაზე შეიძლება ზარალის რაოდენობა დადგენილი არ იყოს, მაგრამ პლენარული სხდომისთვის გაირკვევა ზარალი რა მასშტაბის არის,“ - აღნიშნა წიკლაურმა.
პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ამ კვირაში მოიწვია.დღეს 13.00 საათზე ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც დღის წესრიგში ერთი საკითხია – სტიქიით გამოწვეული ზარალის ლიკვიდაცია და კომპენსაციის გაცემაა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა სავარაუდოდ, ოთხშაბათს გაიმართება.