„თავისუფალი საქართველო“ სამგორის მეტროში სუიციდის ფაქტს ეხმაურება

„თავისუფალი საქართველო“ სამგორის მეტროში სუიციდის ფაქტს ეხმაურება

პარტია „თავისუფალი საქართველო“ სამგორის მეტროში ფრიდონ ჯანჯღავას მიერ განხორციელებულ სუიციდის ფაქტს ეხმაურება.

ამასთან დაკავშირებით პარტია განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ 23 ივლისს სხვადასხვა ტელეკომპანიების ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც თბილისის მეტროსადგურში მომხდარ სუიციდის ფაქტს ეხება, პარტიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საინფორმაციო გამოშვებებში გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, რომ ვინმე ბუკიამ ფრიდონ ჯანჯღავას ოჯახს, სახლის იპოთეკით დატვირთვით, გამოსძალა დიდძალი თანხა. მათივე განცხადებით ბუკია კახა კუკავას პარტიაში სამსახურის დაწყებით აიმედებდა ჯანჯღავების ოჯახს და ფულის დაბრუნებას ჰპირდებოდა.

„თავისუფალი საქართველოს" პრეს-სამსახური აცხადებს, რომ სიუჟეტში მონაწილე არცერთ ადამიანს არ აქვს კავშირი პარტიასთან და საქმე გვაქვს თაღლითობის ფაქტთან.

 პარტია "თავისუფალი საქართველო" მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ აღნიშნული საქმე და დაისაჯონ თაღლითური სქემის ავტორები“, - ნათქვამია „თავისუფალი საქართელოს“ განცხადებაში.