ახალგაზრდა ავსტრიელი სპორტსმენი მიშელ ჯენეკე ინტერნეტსივრცის ახალი ვარსკვლავი გახდა.
19 წლის მორბენალმა, რომელიც ბარსელონაში მონაწილეობას იღებდა დაბრკოლებებით სირბილში, 100 მეტრიან მანძილზე ინტერნეტაუდიტორია შტურმით აიღო. მან სპორტის ისეთ კონსერვატორულ სახეობას როგორიცაა სირბილი დაბრკოლებებით, პოზიტივის ზღვა დაამატა და „ყველა დროის ყველაზე ცხელი ბარიერისტის“ ტიტულიც მიიღო.
გოგონამ გადაწყვიტა, შეჯიბრის დაწყებამდე საჭირო, ტრადიციული მოთელვა უფრო მიმზიდველი და საინტერესო გაეხადა. შესაბამისად, მან ვარჯიშს სექსუალური ცეკვა არჩია. ამან მაყურებელზეც იმოქმედა და გოგონაზეც. მან ბარიერი პირველმა დასძლია და გამარჯვების შემდეგ კონკურენტებიც გადაკოცნა.
მისი ას მეტრიან ბარიერზე რბოლის ვიდეო მსოფლიო ჰიტი გახდა. 18 ივლისს ვიდეოპორტალ YouTube-ზე მოხვდა და უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.
მიშელი ლონდონის ოლიმპიადაში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა 2010 წელს მან აიღო ვერცხლის მედალი ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში, ასმეტრიანი დისტანციის ბარიერებში.