კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გუშინ თელავის რაიონს ეწვია. თელავში სტუმრად მყოფი ბიძინა ივანიშვილი, თავდაპირველად, "ქართული ოცნების" შტაბში მივიდა და კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისგან იმ პრობლემების შესახებ მოისმინა, რომელიც კახეთის რეგიონს აწუხებს. შემდეგ კოალიციის ლიდერი თელავის მცხოვრებთა ოჯახებს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის მიერ გამოყოფილი თანხა, ათი მილიონი ლარი, მხოლოდ პირველ ეტაპზე აუცილებელ ღონისძიებებს მოხმარდება. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მოხდება ზარალის სრული დათვლა, დამატებით თანხებს გამოყოფს.
ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივებს, "ქართული ოცნების" მხრიდან, მათ დასახმარებლად გამოყოფილი თანხის სრულ მონიტორინგს დაჰპირდა, რათა მოხდეს დაზარალებულთა საცხოვრებელი ბინების სრული რემონტი და არა მხოლოდ სახურავების გადახურვა.