სააკაშვილი: პატრიარქი დგას იქ, სადაც ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება ნუგეში და თანადგომა

სააკაშვილი: პატრიარქი დგას იქ, სადაც ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება ნუგეში და თანადგომა

"ჩვენი პატრიარქი დგას იქ, სადაც ხალხს ყველაზე მეტად უჭირს და ყველაზე მეტად სჭირდება ნუგეში და თანადგომა. ამის გამო გადარჩა საქართველო საუკუნეების განმავლობაში და თქვენ ხართ ამ ტრადიციების ნამდვილი გვირგვინი", - განაცხდა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს, ალავერდის ტაძარში , სადაც კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა.

სააკაშვილის განცხადებით, კახეთისთვის ყველაზე მთავარი  - ვენახების თითქმის 30% განადგურდა, მაგრამ ხალხი ამ რეგიონში საოცრად ამაღლებული და ძლიერია.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენი ლოცვა-კურთხევით, ეკლესის ლოცვა-კურთხევით, მეუფეების ძალიან დიდი თანადგომით, ამ გასაჭირსაც ყველა ერთად გადავიტანთ. კახეთს უარესი გასაჭირიც უნახავს ხშირად, თუმცა, ასეთი სტიქია დიდი ხანია არ ყოფილა, ამიტომ იყო ასეთი რექცია ჩვენი მხრიდან", - განაცხადა სააკაშვილმა.

პარაკლისის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი პატრიარქთან ერთად ალავერდის საკათედრო ტაძარსაც ეწვია.

"მე მინდა, მადლობა გადავუხადო ხალხს, ჩვენს ეკლესიას, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთს დაუდგა გვერდით - მეზობელი მეზობელს, სოფელი სოფელს, ქალაქი ქალაქს, საქართველოს უკლებლივ ყველა რაიონი კი - თელავს. ასეთ პირობებში ჩვენი ქვეყანა მართლაც დაუმარცხებელია და ჩვენი ხალხი ყველანაირ გასაჭირს გადაიტანს", - ალავერდის მონასტერში განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სქართველოს პატრიარქმა ქვეყნის პირველ პირს ალავერდის მონასტრის მარანი მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან ერთად დაათვალიერებინა და ღვინის დამზადების ტექნოლოგიები გააცნო, ხოლო შემდეგ კი ილია მეორემ მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებულად დალოცა.

ამის შემდეგ ქვეყნის პირველი პირი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ აზრი მათგან პირადად მოისმინა. ქვეყნის პირველი პირი რამდენიმე სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც დაესწრო, იქ დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.