რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვალდიმერ პუტინის განცხადებით, ინტერნტ- მედიაში ალკოჰოლის რეკლამა აიკრძალება. კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა. ბეჭდურ მედიაში კი სპირტიანი სასმელების რეკლამა 2013 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
„პუტინის განცხადებით, რეკლამების აკრძალვა ხელს შეუწყობს ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის ლუდის ნაკლებად მოხმარებას“,-აცხადებს პრეზიდენტის პრესსამსახური.
„ვიდეო ინტერნეიშელის“ განცხადებით, ბეჭდურ მედიაში ალკოჰოლის რეკლამიდან შემოსავალი 1,2 მილიარდ რუბლს შეადგენდა. ექსპერტები თვლიან, რომ ინტერნეტ-მედიაში რეკლამის აკრძალავს არავითარი აზრი არ აქვს, რადგან რეკლამის შემქმენელები რეკლამას უცხოურ საიტებზე განათავსებენ.