ბრიტანეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ლიამ ფოქსმა ეს განცხადება აზერბაიჯანის სტრატეგიული კველევების ცენტრში შეხვედრისას გააკეთა.
ექსმინისტრის განცხადებით, დღეს მსოფლიოში სიტუაცია შეცვლილია და არენაზე ახალი ატომური სახელმწიფოები, რეგიონალური ძალები და რელიგიური ჯგუფები ჩანან. ამიტომ, ევროპას და ამერიკას ურჩევნია თურქეთს დაეყრდნოს, როგორც მნიშვნელოვან აღმოსავლელ მოთამაშეს. „რაც შეეხება დასავლურ ღირებულებებს-თავისუფლებასა და დემოკრატიას, ამ ეტაპზე მთავარია, ეს უსაფრთხოებასა და თავისუფლებაში არ ავურიოთ. დასავლეთისთვის კი მთავარ პრიორიტეტებად ისევ თავისუფალი ბაზარი, კანონის უზენაესობა და თავისუფლებაა დარჩენილი“,-აღნიშნა ექსმინისტრმა.
აზერბაიჯანმა იმისთვის უნდა იბრძოლოს, რომ ეს პრიორიტეტები გააძლიეროს და ფოქსმა ამის მაგალითად კი სააკაშვილი მოიყვანა, რომელმაც კავკასიაში, რომლისთვისაც კორუფცია მიღებული თემაა, დამარცხება შეძლო. ფოქსი ყარაბაღის პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი და ოკუპაცია ერთიმეორისგან უნდა განასხვავონ. „მიუღებელის ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებებზე ტერმინ ოკუპაციით ვაჭრობენ. გარდა ამისა, აუცილებელია ანგარიშის გაწევა რუსეთისთვის, რათა არ მოხდეს რეგიონში სტაბილურობის ისეთი დარღვევა, როგორიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის მოხდა. ამჟამად კი, რუსეთს უფრო მეტი ზეგავლენა გააჩნია ყარაბაღის კონფლიქტზე, ვიდრე დასავლეთს“,-განაცხადა ლიამ ფოქსმა.