„ლეიბორისტული პარტიის“ იდეოლოგიური მდივნის, კახა ძაგანაის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტია“ უსამართლო ტარიფებისა წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტს. შესაბამისად, „ლეიბორისტები“ მთავრობას არჩევნებამდე დენზე მიბმული ნაგვის გადასახადის გაუქმებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ამომრჩველებს საარჩევნო უბნების ნაგვის ქვითრებით გავსებისკენ მოუწოდებენ.
„ხალხის წინასაარჩევნოდ გასაბითურებლად და თვალის ასახვევად ხელისუფლება აპირებს ვითომ კომპრომისად, მსოფლიოში უპრეცენდენტო, დენზე მიბმული ნაგვის გადასახადის ჩანაცვლებას უფრო უარესი ფორმით, საცხოვრებელ ფართზე ნაგვის მიბმით“, - განაცხადა ძაგანიამ.