სტიქიის დაზარალებულთა მოსახლეობის დასახმარებლად, თელავში სასურსათო პაკეტების დარიგება დაიწყო. პაკეტში 2 ლიტრი ზეთი, 5 კილოგრამი შაქარი და ამდენივე კილოგრამი მაკარონი შედის.
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დახმარებას თელავის ყველა მოსახლე მიიღებს.