მომავალ კვირას პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის საკითხზე იმსჯელებს.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომის თარიღი, სავარაუდოდ, ორშაბათს, ბიუროს სხდომაზე გაირკვევა.
რეგიონებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტში მომავალ კვირას იქნება ინიცირებული და განხილული. ამ დრომდე არ კონკრეტდება თუ რა მოცულობის ცვლილებები აისახება სახელმწიფო ბიუჯეტში.
საბიუჯეტო ცვლილებებს პარლამენტი ერთი მოსმენით, დაჩქარებული წესით განხილავს.