„ახალმა მემარჯვენეებმა“ მონოპოლიების არსებობა  ოზურგეთში გააპროტესტეს

„ახალმა მემარჯვენეებმა“ მონოპოლიების არსებობა ოზურგეთში გააპროტესტეს

„ახალი მემარჯვენეების“  თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კალანდაძემ და სხვა კანდიდატებმა „ახალი მემარჯვენეების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად,  ოზურგეთის ქუჩებში, საკოლმეურნეო ბაზარში, ქალაქის ცენტრში კამპანია „არა მონოპოლიებს!“  ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

მათ ფლაერები, ბუკლეტები დაარიგეს და მოსახლეობას გაესაუბრნენ.

როგორც აქციის მსვლელობისას მემარჯვენეების ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კალანდაძემ აღნიშნა: „ის, რომ ქვეყანაში ყველაფერი არის ძვირი; ის, რომ დიზელზე ფასები ძალიან გაზრდილია;  ის, რომ ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე; ის, რომ საქართველოს ბაზარი წალეკა უცხოურმა პროდუქტებმა  - ამას ყველაფერს განაპირობებს ის ფაქტი, რომ საქართველოში ყველა სფერო მონოპოლიზებულია. ხელისუფლება ხელს უწყობს მონოპოლისტებს და ამით აძვირებს რა ყველა სახის პროდუქტზე ფასებს, ზრდის საკუთარ პარტიულ შემოსავლებს. ამ არჩევნებზე „ახალი მემარჯვენეები“  მოქალაქეთა მხარდაჭერით ამას ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ“, -განაცხადა კალანდაძემ.