რა არის ჰოლივუდის მსახიობის ლეონარდო დიკაპრიოს ახალგაზრდობის საიდუმლო? ლეო უკვე ორმოცი წლის ასაკშია, თუმცა ის ყოველთვის თინეიჯერი ბიჭივით გამოიყურება.
როგორც აღმოჩნდა, მსახიობის ახალგაზრდობის საიდუმლო, მისი ძილის ზუსტ დოზებშია. ლეონარდო სადაც, არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს, გადაღება იქნება ეს, თუ სხვა ნებისმიერი საქმე, რვა საათი მაინც იძინებს.
ბიოლოგები ამტკიცებენ, რომ ლეოს ახალგაზრდობის საიდუმლო, სწორედ ამაშია. ძილი არის ორგანიზმის სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე საკვები. ძილის საშუალების მოსპობა დიდი ხნით, -იწვევს ფსიქიკურ დეზორიენტაციას და ფსიქოზს. ძილის სასარგებლო მოქმედების შესახებ ჯერ კიდევ ძველმა ეგვიპტელებმა იცოდნენ. იმ დროს დაავადებულ ადამიანებს ტოვებდნენ ტაძარში, სადაც ღრმა ძილით ეძინათ. ითვლებოდა, რომ ტაძარში მყოფი ქურუმები ისე მართავდნენ ძილის პროცესს, რომ ბუნებრივი ძალები აღწევდნენ სხეულში, აწესრიგებდნენ მის ფუნქციებს და განკურნავდნენ.
XX საუკუნემდე ადამიანის ძილს განსაზღვრავდა ბუნებრივი რიტმები ანუ დროის ხანგრძლივობა. ელექტროენერგიის არ არსებობის გამო, ადამიანთა უმრავლესობა იძინებდა მზის ჩასვლისას და იღვიძებდა გათენებისას. ძილის ხანგრძლივობა იცვლებოდა წელიწადის დროზე დამოკიდებულებით და შეადგენდა 7-დან 12 სთ-მდე. ელექტროობის გამოგონების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ადამიანის ძილის ხანგრძლივობა დამოკიდებული გახდა ქალაქის რიტმზე.
საერთოდ, მოზრდილ ადამიანს ესაჭიროება 7-8 საათი ძილი. თუმცა ეს ინდივიდუალური პროცესია. ზოგს 11 სთ. ჭირდება, ზოგს 4 საათი ჰყოფნის. უძილობა იწვევს ნერვული სისტემის სერიოზულ მოშლილობას, ძილი აღადგენს არა იმდენად ადამიანის ფიზიკურ აქტივობას, არამედ ფსიქოლოგიურ წონასწორობას. ძილის დროს ორგანიზმში გამომუშავდება ზრდასა და ორგანიზმის ფუნქციების აღდგენაზე პასუხისმგებელი ჰორმონები.