კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დევნილებთან შეხვედრებს განაგრძობენ.
კოალიციის წევრი გურამ ოდიშარია და „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე ამჯერად აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრა ვარკეთილის მეურნეობაში გაიმართა.
შეხვდრაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შეკრებილი საზოგადოებას პირობებით დაინტერესდნენ და მათი პრობლემებიც მოისმინეს. დღესვე „ქართული ოცნების“ წევრებმა დევნილებს კოალიციის პროგრამა გააცნეს.
„წლების მანძილზე ეს ადამიანები ისმენდნენ მხოლოდ დაპირებებს. მათთვის მნიშვნელოვანია ელემენტარული ყურადღებაც კი რასაც იმსახურებენ“ განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.