პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მუსლიმებს მუსლიმური სამყაროსთვის ყველაზე წმინდა დღესასწაულის, რამადანის დაწყება მიულოცა.
აღნიშნულის შესახებ კოალიცია განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოში რელიგიურ ტრადიციებს დიდ პატივს სცემენ. დასაფასებელია ის დამოკიდებულება, რაც ჩვენს მრავალეთნიკურ მოსახლეობას ერთმანეთის მრწამსის მიმართ გააჩნია. სულით და გულით ვუერთდებით იმ სადღესასწაულო განწყობას, რომელიც ყოველი მუსლიმის გულში სუფევს.
ვისურვებთ, რომ რამადანის დასრულების შემდეგ, თითოეულის ოჯახი იყოს უფრო გაძლიერებული, კეთილდღეობითა და ბარაქით სავსე“, - ნათქვამია კოალიცის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.