„სახალხო კრების“ წევრი ლაშა ამირეჯიბი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭისყრას დამოუკიდებლად აპირებს. ამის შესახებ ამირეჯიბმა From.ge სთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარობის სერიოზული კანდიდატები ყავს, ის შეძლებს მათთვის სერიოზული კონკურენციის გაწევას, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ ორივე პარტიის კანდიდატს წარმატებას უსურვებს.
ამირეჯიბის განცხადებით, მას შემუშავებული კონკრეტული გეგმის გარდა, ვაკელების მხარდაჭერის იმედიც აქვს, რითაც გამარჯვებას აპირებს.
„გარდა იმისა, რომ კონკრეტული გეგმა მაქვს, ასევე ძირძველი ვაკელი ვარ. ამ რაიონში ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ და მყავს უამრავი მეგობარი თუ ახლობელი. მე მათი მხარდაჭერის იმედიც მაქვს. გამარჯვების იმედით მოვდივარ და აუცილებლად გავიმარჯვებ“, - განაცხადა ამირეჯიბმა და დასძინა, რომ
მისივე თქმით, მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებში არჩევნებში ბოლომდე ბრძოლა და გამარჯვება შედის.