ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკში დღეს დილით ორი უცნობი პიროვნება პოლიციის შენობას თავს დაესხა.
რესპუბლიკის შს სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა მაშინ, როდესაც პოლიციის შენობაში ბევრი თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ. დაჭრილია მხოლოდ ერთი თანამშრომელი, აგრეთვე შემთხვევითი გამვლელი. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც პოლიციის თანამშრომლებსა და შენობებზე თავდასხმები ხორციელდება. სამართალდამცავები „ჯიჰადზე“ საუბრობენ და ჯერ კიდევ შემორჩენილ „მუსლიმ ბოევიკებ“ უკავშირებენ განხორციელებულ ქმედებებს.