„ეროვნულ - დემოკრატებიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ჩახვაძის შეფასებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივ ჭრილში იმას ნიშნავს, რომ მან დაკისრებული ჯარიმა აღიარა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, მისთვის სრულიად გასაგებია ნაბიჯი, რომელიც ივანიშვილმა დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გადადგა.
ჩახვაძის განმარტებით, საჯარიმო თანხების მიზნობრიობა საბიუჯეტო კოდექსით დაშვებული არ არის - ის ჯერ საერთო ყულაბაში თავსდება და შემდეგ პროგრამების სახით ნაწილდება.
ჩახვაძის თქმითვე, მნიშვნელოვანია თითოეული თეთრი სწორედ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მიიმართოს.