პოპ-დივა მადონა მოსკოვში კონცერტს, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში 7 აგვისტოს გამართავს. იქამდე კი, მან ქალაქის ცენტრში საკუთარი ფიტნეს-კლუბი Hard Candy თავადვე გახსნა.
როგორც ჩანს, მადონამ გადაწყვიტა ყველაფერი ერთდოულად მოიცვას: შექმნა საკუთარი არომატი და სამოსის მოდური ხაზი, გადაიღეს ასევე ფილმშიც... მის გულშემატკივრებს ყოველთვის აოცებთ ის ფაქტი, როგორ შეუძლია ვარსკვლავს ამდენი რამე ერთდროულად აკეთოს და თან სულ ფორმაში იყოს.
საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მომღერალი იოგითაა დაკავებული. ის იოგას აერტოპორტის მოსაცდელ დარბაზშიც კი მიმართავს, ახლა მასაც შეუძლია შეუერთდეს საკუთარი ფიტნეს-კლუბის სტუმრებს. მომღერალმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე Hard Candy ვირტუალური ექსკურსია მოაწყო,- სტუმარი „МУЗ-ТВ“-ს მუსიკალური დირექტორი არმან დავლეტიაროვი იყო.
კლუბის დიზაინზე თავად მადონამ იმუშავა. ის აღჭურვილია ბასეინებით, კრივისა და მოსასვენებელი დარბაზით, სპა სალონით, ტრენაჟორებითა და მადონას ბევრი ფოტოთი.