საქართველოს პრემიერ - მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, კახეთში გლეხებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის აღებული საბანკო კრედიტის დაფარვა ერთი წილით გადაუვადდებათ, ამ პერიოდში დაგროვილ საპროცენტო თანხას კი, სახელმწიფო დაფარავს.
მერაბიშვილის თქმით, თელავში ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მთავრობა პირობას დებს, რომ ყველა დაზარალებულს მაქიმალურად დაეხმარება.