კახეთის სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად, დღეს, ბათუმში სამოქალაქო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი გაზეთი „ბათუმელებია.
დღევანდელი შეკრების მიზანი კი დაზარალებული მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების, საოჯახო, საყოფაცხოვრებო და სხვა ნივთების შეგროვებაა.
„მოგიწოდებთ ყველას ვინც ბათუმში ხართ _ ბათუმელებსაც და არაბათუმელებსაც, მათ შორის საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური პარტიის წევრებს, არასამათავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გაიღოთ მოწყალება და შევაგროვოთ ჩვენი თანამოქალაქეებისათვის პირველადი მოხმარების, ასევე საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი“, - ნათქვამია განცხადებაში.
აქცია ბათუმში პრესკაფესთან დღეს 17:00 საათზე დაიწყება.