სტიქიამ სამცხე-ჯავახეთში 19 სოფელი და ნაწილობრივ ახალციხეც დაზაარალა. როგორც ახალციხის გამგებელი გელა დემეტრაძე აცხადებს, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ვალეში, დიდ მამათში, გიორგი წმინდასა და მუგარეთში, თუმცა აცხადებს, რომ ზარალს, ეს ჯერ არ არის ცნობილი.
„არც ერთი ოჯახი სახლ-კარის გარეშე არ არის დარჩენილი.რაც შეეხება ზარალის თანხობრივ დათვლას, ჯერჯერობით არ დაგვითვლია, თუმცა მუშაობა მიმდინარეობს" - აღნიშნა გამგებელმა.
მისივე თქმით, ამჟამად მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებსაც სეტყვამ სახურავები დაუზიანა, გადასახური მასალა ურიგდება.
შეგახსენებთ, 19 ივლისს მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ სამცხე ჯავახეთის გარდა საქართველოს სხვა რეგიონებიც მნიშვნელოვნად დააზარალა.