გაეროს ინფორმაციით, სირიის ბანკებში ფული აღარ არის, ამის შესახებ გაანცხადება გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა დევნილების საქმეში მელისა ფლემინგმა გააკეთა.
„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიის ბანკებში ფულის კუპიურები აღარ არის. ეს მოხსნება მე ახლა ხელში მიჭირავს, რომელშიც ნათქვამია, რომ როგორც სახელმწიფო, ასე კერძო ბანკები ფულის გარეშე დარჩნენ. ჯერ არ ვფლობთ ზუსტ ინფორმაციას, ეს ყველა ბანკს შეეხება თუ მხოლოდ ნაწილს“,-აცხადებს კომისარი.
ორი კვირის წინ სირიის ცენტრალურმა ბანკმა ხმარებაში გაუშვა რუსეთში დაბეჭდილი ფული, რათა ბიუჯეტის დეფიციტი, რაც ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობითაა გამოწვეული, ნაწილობრივ მაინც შეემცირებინა.