პარტია „ახალი მემარჯვენეები“ დღეს გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. პრეზენტაცია ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება. მაჟორიტარობის კანდიდატებს კი პარტიის ლიდერი, დავით გამყრელიძე თავად წარადგენს.
მაჟორიტარების წარდგენის შემდეგ „ახალგაზრდა მემარჯვენეები“ ლიდერებთან ერთად აქციას - „არა მონოპოლიებს!“ გამართავენ.
დღესვე, მსგავსი აქცია ბათუმში სავაჭრო ცენტრში „ალამი“ ჩატარდება, სადაც „ახალი მემარჯვენეების“ აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.