მცხეთა - თიანეთის გუბერნატორის გივი ამირხანაშვილის განცხადებით, მცხეთა - თიანეთს სტიქიის შედეგად, დაახლოებით 500 000 ლარამდე ზარალი მიადგა.
როგორც გუბერნატორი განმარტავს, ამ დროისათვის სტიქიით დაზარალებულ რაიონებში ყველა სამუშაო დამთავრებულია და გზები აღდგენილია.
ამირხანაშვილის განცხადებით უკვე დასრულებულია ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოებიც და თიანეთის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს აღუდგებათ.