ეუთო ყარაბაღის არჩევნებს არ სცნობს

ეუთო ყარაბაღის არჩევნებს არ სცნობს

ეუთო-ს დამკვირვებლებმა მთიან ყარაბაღში გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ განცხადება გააკეთეს.

„დამკვირვებელები აღიარებენ, რომ მთიანი ყარაბაღის დეფაქტო ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებას დემოკრატიულად ორგანიზებული პროცედურები შესთავაზოს, თუმცა ეუთო-ს თანამეგობრობა აღნიშნავს, რომ არცერთი ქვეყანა და სახელმწიფო მთიან ყარაბაღს არ ცნობს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და 19 ივლისს ჩატარებული არჩევნები, შესაბამისად ვერ განსაზღვრავს ქვეყნის დამოუკიდებლობის სტატუსს“,-ნათქვამია ეუთო-ს თანამეგობრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.